„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულების ვორკშოპი გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა შექმნა პლატფორმა ბიზნეს 360°-ი, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის მრავალფეროვან შესაძლებლობებს აერთიანებს. პლატფორმის ნაწილია ბიზნეს შეხვედრები და ბიზნესკურსები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური საქმიანობის უკეთ დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება.

ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძე ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ისაუბრა.

ვორკშოპზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ:

  • სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფისა და ხარჯების ეფექტიანად მართვის გზებს;
  • ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებსა და ტექნოლოგიებს;
  • აღრიცხვისა და დეკლარირების მეთოდებს Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით.

ღონისძიებას ბიზნესის 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ხოლო მათ, ვინც ვერ მოახერხა ვორკშოპში მონაწილეობის მიღება, შესაძლებლობა აქვთ, ბუღალტრული პროცესების შესახებ მეტი ინფორმაცია საქართველოს ბანკის ბიზნესკურსიდან მიიღონ.

ნათია სხვიტარიძის ავტორობით შექმნილი ბიზნესკურსი „როგორ დავთვალოთ სწორად“ ნებისმიერი მსურველისთვის ონლაინ ვიდეოლექციების ფორმატშია ხელმისაწვდომი. კურსის დახმარებით გაეცნობით ბუღალტრულ და ფინანსურ საკითხებს, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კომპანიის სწორად ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის.

„ბიზნესის საჭიროებების კვლევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ კვლევების შედეგად მიღებული მიგნებებით ჩვენ ვქმნით მრავალფეროვან პროექტებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის — როგორც ფიზიკური შეხვედრების, ისე დისტანციური სასწავლო რესურსების სახით. მათ შორისაა ღონისძიებები და კურსები საბუღალტრო თემატიკაზე. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა მზარდი დაინტერესება ამ პროექტების მიმართ. ეს გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გაძლიერებაში.“, — აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია