Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, შესაძლოა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტების მიღება ვეღარ შეძლოს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, შესაძლოა, ჰარვარდის უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტების მიღება ვეღარ შეძლოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანზე, კრისტი ნოემზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა, კრისტი ნოემმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტს წერილი გაუგზავნა და უნივერსიტეტის უცხოური სტუდენტური ვიზის მფლობელების „უკანონო და ძალადობრივი ქმედებების“ შესახებ ანგარიში მოითხოვა.

„თუ ჰარვარდი ვერ დაადასტურებს, რომ მოთხოვნების შესრულება შეუძლია, მაშინ უნივერსიტეტი უცხოელი სტუდენტების მიღების პრივილეგიას დაკარგავს“, - განაცხადა ნოემმა.

ამასთან, კრისტი ნოემის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰარვარდს 2,7 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება შეუწყვიტა.

ცნობისთვის, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ჰარვარდისთვის გამოყოფილი 9 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური კონტრაქტებისა და გრანტების გადახედვას აწარმოებდა, როგორც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მიმართული ზომების ნაწილს, რომელიც მათი მტკიცებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების დრო უნივერსიტეტის კამპუსებში გაძლიერდა. მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის მთავრობამ ჰარვარდის უნივერსიტეტს 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება გაუყინა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს