თბილისში, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთის სამმხრივი შეხვედრა, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულ როლზე, რეგიონის პოტენციალსა და თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრა.

„ის, რაც გვაერთიანებს და რამაც დღეს ამ მაგიდის გარშემო შეგვკრიბა, არის საქართველოს გულწრფელი სურვილი, ხელი შეუწყოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და საერთო ინტერესების განსაზღვრას. სამხრეთ კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია - უზარმაზარი პოტენციალით, რომლის რეალიზებაც ერთობლივად შეგვიძლია. რეგიონის შესახებ ჩვენი ხედვების გაზიარება და სამმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა ძალიან დროულია და ამავე დროს, უკიდურესად აუცილებელიც“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამინისტროს ცნობითვე, სამმხრივი შეხვედრა დახურულ ფორმატში იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ელნურ მამმადოვის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის და დელეგაციების წევრების მონაწილეობით.

„შეხვედრის ძირითადი მიზანია სამი ქვეყნის საერთო ინტერესების და მოსაზრებების გაზიარება იმ მიმართულებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო, პრაქტიკული, სამმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის და მდგრადი განვითარებისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე უკვე არსებულ ფორმატს, არამედ წარმოადგენს სამი მეზობელი ქვეყნის დამატებით ძალისხმევას კონსტრუქციული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ჩამოსაყალიბებლად.

შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რა დროსაც მოხდა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის სამმხრივი შეხვედრის ინიცირება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს