სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას შეხვდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები განიხილეს.

მათი განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის იყო რეპრესიები, რომელიც, მათივე თქმით, ამ შემთხვევაში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის ხელმძღვანელს, დავით დოიაშვილს შეეხო.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე ამბობენ, რომ შეხვედრაზე 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

„განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, წინააღმდეგობის პლატფორმის გეგმები. საზოგადოებას შევთავაზებთ შეხვედრებს და გაგაცნობთ, როცა იქნება კონკრეტული თარიღი. თვითმმართველობის არჩევნები არ არის ჩვენი განხილვის საკითხი,“ - განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ფორმულასთან“ საუბრისას.

„დღეს, ბუნებრივია, თეატრის და რეპრესიების თემაზე ვისაუბრეთ. საერთო სოლიდარობის მხარდაჭერის ფორმებზე და საგარეო საკითხებზე. ეს არის მიმდინარე, ყოველდღიური საკითხები,“ - აღნიშნა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ფორმულასთან“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს