პროკურატურა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 - ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ საქმის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, პროცესი განახლდა.

საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.

როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ნიკა გვარამიამ შესაძლოა კვლავ ჩაიდინოს ახალი დანაშაული ან მიიმალოს.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას. აღნიშნულ კომისიაზე გვარამია არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, ის ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა