საბა სხვიტარიძის ადვოკატი - მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მირიან ქავთარაძე, რომელიც ოპერატიული სამმართველოს ერთ-ერთი უფროსია - მან დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა, როგორც ე.წ. ტიტუშკა

მისი[პოლიციელის] ჩვენება საფუძველი არის იმისა, რომ სასამართლომ გამოიტანოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმის სტატუსით პოლიციელი გამოიკითხა.

ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ყველა სხვა მოწმესთან, თუმცაღა დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა როგორც ე.წ. ტიტუშკა და არა პოლიციის თანამშრომელი.

„დღეს მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მირიან ქავთარაძე, რომელიც არის ოპერატიული სამმართველოს ერთ-ერთი უფროსი. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ნამდვილად ის იყო, რომელიც იგინებოდა მოქალაქეების მიმართ, ნამდვილად მან დაიწყო კონფლიქტი. ცდილობდა, რომ „კაპიუშონი“ ისევ დაეფარებინა მოხდისას, რადგან არ უნდოდა გამჟღავნებულიყო. მან ვერ იცნო საბა სხვიტარიძე და არ დაასახელა, რომ საბა სხვიტარიძეს უთხრა, რომ იყვნენ პოლიციელები. ის ამბობდა, რომ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, მაგრამ ჩვენ ყველა მტკიცებულება გვაქვს, რომ ამას არ ამბობს. იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ყველა სხვა მოწმესთან, თუმცაღა დაადასტურა, რომ გამოიყურებოდა და იქცეოდა როგორც ე.წ. ტიტუშკა და არა პოლიციის თანამშრომელი. უფრო მეტიც, ვიდეოჩანაწერზე მე ვანახე მისი თანამშრომლები და მან ვერ იცნო. თქვა, რომ სახეზე ვერ ვცნობ იმიტომ, რომ პირბადე უკეთიათ და კაპიუშონი“, - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის