გიორგი ვაშაძე - გამოკითხვაზე დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული - რაღაც დაჯგუფებაა გამაგრებული პარლამენტის შენობაში

რაღაც დაჯგუფება გამაგრებულია პარლამენტის შენობაში და თავის თავზე გიჟივით იძახიან: „კომისია ვარ, კომისია ვარ“, ამ საქმესთან დაკავშირებით ვიყავი მოწვეული, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლოს დატოვების შემდეგ განაცხადა, სადაც ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, გამოკითხვაზე დააფიქსირა, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და ძალაუფლება მიტაცებულია.

„კითხვებს მისვამდნენ და დავაფიქსირე, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში, ძალაუფლება არის მიტაცებული. რაც შეეხება დაჯგუფებას, ეს დაჯგუფება არის კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ შექმნილი და ერთადერთი რასაც აკეთებს არის ის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. ამაზე იყო საუბარი, მეტი არაფერი. შემიძლია სამართლებრივად დაგისაბუთოთ, რატომ არის უკანონო ეს პარლამენტი“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, ვაშაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა ითხოვა. პროკურატურამ გამოძიება 349-ე მუხლით დაიწყო, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროკურატურამ გამოძიება ვაშაძის წინააღმდეგ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა