პროკურორი - ნიკა გვარამიას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნილიყო გირაო 30 000 ლარი - არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე

არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან, ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა მარიამ მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მეშველიანის თქმით, გვარამიამ, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს ნებისმიერი განზრახვის დანაშაული.

მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს კიდევ ერთ საფრთხეზე, რაც გვარამიასგან მომდინარეობს.

“ბრალდების მხარე თითოეული ბრალდებულის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე განსაზღვრავს გირაოს ოდენობას. ამ შემთხვევაშიც, ნიკა გვარამიას ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოთხოვნილი ყოფილიყო გირაო 30 000 ლარის ოდენობით.

აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე ვსაუბრობთ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და იმ საფრთხეებზე, რაც არსებობს. მოცემულ შემთხვევაშიც, სასამართლომაც ჩათვალა, რომ არსებობდა მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე თავად განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკიდან და ხასიათიდან, ვინაიდან ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის განზრახ ჩადენას.

ახალი დანაშაულის ჩადენაში იგულისხმება დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებულმა, შესაძლოა, მომავალშიც ჩაიდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რაიმე ქმედება, ნებისმიერი განზრახვის დანაშაული, ვინაიდან განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების სპეციფიკა მეტყველებს სწორედ იმ მომდინარე საფრთხეზე, რაც მოდის ბრალდებულისგან”, - განაცხადა პროკურორმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება