დათა თავაძე - ახალი თეატრი დაისაჯა არა იმიტომ, რომ გაჩერდა, არამედ იმიტომ, რომ არ გაჩერდა - ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, რეჟიმი გვეუბნება, რომ აღარ არსებობს შემოქმედებითი თავისუფლება

დათო დოიაშვილის გათავისუფლება არის სადამსჯელო ოპერაცია, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს რეჟიმი გვაჩვენებს თავის სახეს და გვეუბნება, რომ ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატია, ხელშეუხებლობა და შემოქმედებითი თავისუფლება, - ამის შესახებ რეჟისორმა დათა თავაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” დავით დოიაშვილის „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.

როგორც თავაძემ აღნიშნა, “ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი” სწორედ იმიტომ დაისაჯა, რომ არ გაჩერდა.

“ახალი თეატრი” ყველაზე მეტს მუშაობდა, მუშაობდა ძალიან საინტერესო პროექტებზე და ასევე, ძალიან აქტუალური, ძალიან საჭირო და საინტერესო სპექტაკლები ჰქონდა. რომელი სახელმწიფო თეატრი დაიკვეხნის რვა რეგიონული გასტროლით ამ პროცესში, თან, მითუმეტეს, სახელმწიფოსთვის ერთი კაპიკიც რომ არ გამოურთმევია, ისეთით. ეს თეატრი ახერხებდა ამას, ეს თეატრი არ გაჩერებულა, სწორედ ამის გამო დაისაჯა ეს თეატრი - იმიტომ დაისაჯა, რომ არ გაჩერდა და არა იმიტომ, რომ გაჩერდა. რომ გაჩერებულიყო და ხმა არ ამოეღო, არც მოხდებოდა ის, რაც გუშინ მოხდა.

(სახელმწიფო) იგივე პოლიტიკას ატარებს, რაც ნებისმიერი დარბევა, რაც ნებისმიერი დაჭერა ან ნებისმიერი დასახიჩრება ადამიანების. ეს ყველაფერი ერთიანი სურათია, რა თქმა უნდა. რაში სჭირდება ეს? ეს არის იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაინერგოს შიში, თვითგადარჩენის მდგომარეობაში აღმოჩნდეს თითოეული მოქალაქე და ვერ გაერთიანდეს, მაგრამ დღეს დღეობით ამის საწინააღმდეგოს ვხედავთ.

ამ რეჟიმს მეტი არაფრის შემოთავაზება არ შეუძლია ჩვენთვის, გარდა დასახიჩრებისა, ცემისა, ციხისა, სამსახურებიდან გაძევებისა და საჯარო დაცინვისა, რასაც მათი ტროლ-ბოტები და მთელი ეს პროპაგანდისტული მანქანა ახორციელებს ადამიანებზე, რომლებიც, სინამდვილეში თავიანთ გულისტკივილს გამოხატავენ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია, ეს არის თავდასხმა გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს რეჟიმი გვაჩვენებს თავის სახეს და გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში აღარ არსებობს დემოკრატია, ხელშეუხებლობა და შემოქმედებითი თავისუფლება”, - განაცხადა დათა თავაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება