აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას ადასტურებს

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

„გადავდგით ნაბიჯი შეერთებულ შტატებთან ერთობლივი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებისკენ. უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს ჩვენი გუნდების კონსტრუქციულ ერთობლივ მუშაობას და განზრახვას, დავასრულოთ და დავდოთ შეთანხმება, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ორივე ხალხისთვის“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

სვირიდენკოს თქმით, ამჟამად უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდის შექმნა მზადდება. შეთანხმება გახსნის შესაძლებლობებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობისთვის უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის. მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ მიზნით მუშაობენ გუნდები დოკუმენტზე.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შეთანხმებებით დავადასტუროთ ამერიკელი ხალხის სურვილი, უკრაინელ ხალხთან ერთად ჩადონ ინვესტიცია თავისუფალ, სუვერენულ და უსაფრთხო უკრაინაში. წინ არის შეთანხმების ტექსტის საბოლოო დამუშავება და მისი ხელმოწერა წინ და შემდეგ - პარლამენტების მიერ რატიფიკაცია“, - დასძინა იულია სვირიდენკომ.

მემორანდუმს ხელი ონლაინ რეჟიმში მოეწერა. დოკუმენტს აშშ-ის მხრიდან ხელი მოაწერა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.

უკრაინული მედია წერს, რომ ეს დოკუმენტი ადასტურებს იშვიათ მინერალებთან დაკავშირებული შეთანხმების ხელმოწერის განზრახვას.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ვარაუდით, უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი მომავალი კვირის ხუთშაბათს მოეწერება.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი