თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს

თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს. ფიცის ტექსტი აქციების დროს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.

როგორც ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, ის, რომ ტექსტი მას წაეკითხა, თავად მისი შვილის სურვილი იყო. ასევე მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ ამიერიდან მათი წინამძღოლი იქნება ყველა ბრძოლაში რომელიც საქართველოს კეთილდღეობისთვის გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის 19 აპრილს სტუდენტებმა ასევე დადეს გმირთა მემორიალთან ფიცი, რომელიც მაშინ ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა.

რაც შეეხება დღევანდელი ფიცის ტექსტს, ასეთია:

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევეგუები ძალას, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მტრისთვის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს, ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და რწმენას. ვფიცავ! ვფიცავ! ვფიცავ! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს“.

გარდა ამისა, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია მისი შვილის, ზვიად ცეცხლაძის ორგანიზებულია, თუმცა თქვა ისიც, რომ ურჩიეს, სიტყვა „ორგანიზებული“ არ გამოიყენოს. ცეცხლაძის განმარტებით, მას უთხრეს, რომ შესაძლოა, ამის გამო "მის შვილს ციხეში მდგომარეობა დაუმძიმდეს". აღნიშნულზე, თავად დაკავებულის პასუხი, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ასეთია: „დახვრეტა ჯერ არ არის, ციხეში ისედაც ვზივარ“.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ზურაბ ცეცხლაძესთან ერთად ფიცის ტექსტი წაიკითხეს, ციხიდან ზვიად ცეცხლაძის ხმოვან შეტყობინებას მოუსმინეს. ასევე, მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. აქციის მონაწილეები კვლავ მსვლელობით ქაშვეთის ტაძრისკენ გაემართებიან.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია