თბილისის სააპელაციო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გელა ხასაიასთვის 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გელა ხასაია კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, გელა ხასაიას 12-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

როგორც გელა ხასაიას ადვოკატმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, თეონა ზაქარაშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება თან დაერთვება საქმეს, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება.

„სამწუხაროდ მოლოდინი თავიდანვე ისეთი გვქონდა, რომ დიდად არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ ეს ერთი მხრივ აუცილებელი პროცედურაა, რომ საქმე სტრასბურგში წავიღოთ. ამასთან, იმედი გვქონდა, რომ დღეებს მაინც შეუმცირებდნენ. წარმოუდგენელია 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. სასამართლომ ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა სამაგალითო დასჯა ყოფილიყო, შსს-მ პირდაპირ თქვა, რომ გელა ხასაია ვერ გამოსწორდება, თუ პატიმრობა არ იქნება გამოყენებული. ის, რომ გელა ხასაია მონაწილეობს პროტესტში და „გამოსწორდეს“, ამისთვის აუცილებელია პატიმრობა გამოვიყენოთო. როგორც ჩანს, მოსამართლე თეთრაულმა პირდაპირ გაიმეორა დადგენილებაში 12-დღიანი პატიმრობა, თითქოს რაიმე სამართალდარღვევა მართლა ყოფილიყო ჩადენილი“, - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით თეთრაულმა 16 აპრილს, ხასაიას 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ხასაია სხდომათა დარბაზში დააკავეს. საქმე ეხება 31 მარტს მომხდარ ფაქტს. ის სამართალდამცავებმა აქციის დაწყებამდე დააკავეს, რა დროსაც მისი ზედაპირული დათვალიერება მიმდინარეობდა. შსს ხასაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა