სომხური თემი აღდგომას აღნიშნავს

სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს, იესო ქრისტეს აღდგომას ზეიმობს. მაცხოვრის აღდგომა ქრისტიანთათვის ყველაზე დიდი იმედისა და სიხარულის მომტანი დღეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო ლიტურგიას თბილისის სურბ გევორგის ტაძარში, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი, კირაკოს დავთიანი უძღვებოდა.

„საზეიმო წირვას ესწრებოდნენ რელიგიის საკითხ თა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე და უფროსი სპეციალისტი ნინო ასათიანი. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, იმედისა და სიხარულის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს აჭარაში მცხოვრებმა სომეხმა თანამოქალაქეებმა. სააღდგომო წირვა გაიმართა ბათუმის სურბ ფრკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში. სადღესასწაულო მსახურებას მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა. ეკლესიაში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა აჭარაში, აბესალომ ასლანიძემ. აღდგომას დღესასწაულობენ ახალციხეში მცხოვრები სომეხი თანამოქალაქეებიც. საზეიმო წირვა ახალციხის რაბათის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხურ ეკლესიაში შედგა. ლიტურგიას ტაძრის ღვთისმსახურები, ჰაირაკოფ სააკიანი და თორგომ ვართანიანი უძღვებოდნენ. საზეიმო მსახურებას დაესწრო და ტაძარში შეკრებილ მრევლს, საქართველოს მთავრობის სახელით, აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა