სახარების რწმენის ეკლესია აღდგომას დღესასწაულობს

მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული აღნიშნა სახარების რწმენის ეკლესიამ.

რელიგიის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი უძღვებოდა.

„ტაძარში შეკრებილთ დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსმა, გიორგი პატაშურმა. საზეიმო წირვას დაესწრო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ავთანდილ კვერნაძე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა