ანა დოლიძე - უფრო მეტად ვისწავლოთ იესო ქრისტეს მაგალითზე კაცთმოყვარეობა, პატიება, გაცემა, მსახურება და პატივისცემა

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მართლმადიდებელ მოქალაქეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

როგორ ანა დოლიძე წერს, დღეს გვაქვს საშუალება მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რაც მოგვცა.

"ჩვენ ყველანი სადღაც მოვედით. კარგად თუ ავად, სიხარულით თუ სევდით, რთულად თუ ადვილად. რაც გვაქვს, გვაქვს და ვინც ვართ, უკვე ვართ. დღეს დიდი დღეა. დღეს გვაქვს საშუალება მადლობა ვუთხრათ უფალს ყველაფრისთვის, რაც მოგვცა, დაგვანახა და გვაგრძნობინა. მადლობა ვუთხრათ პურისთვის მაგიდაზე და სიყვარულისთვის ჩვენ სახლში, ვთხოვოთ მას მოგვცეს ძალა და შთაგონება. უფრო მეტად ვისწავლოთ იესო ქრისტეს მაგალითზე კაცთმოყვარეობა, პატიება, გაცემა, მსახურება და პატივისცემა.

ქრისტე აღსდგა, ჩემო საყვარელო ხალხო. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. უფლის მადლი შეგვეწიოს ყველას “ , - წერს ანა დოლიძე ,,ფეისბუქზე"

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს