დაბა სტეფანწმინდაში მკვლელობა მოხდა - შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

დაბა სტეფანწმინდაში ერთი პირი მოკლეს - შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდართან დაკავშირებით 2 პირი დააკავა.

უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთ პირს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კი აღნიშნული პიროვნება კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ მეორე პირს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული პ.ქ. ხოლო, 1998 წელს დაბადებული ნ.ქ.-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 აპრილს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1979 წელს დაბადებულ გ.ხ.-ს ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.ხ. კლინიკაში გადაყვანის შემდგომ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

გამოძიებით ასევე, დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო ნ.ქ., რომელმაც დანაშაულის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა