ზურაბ ჯაფარიძე - არჩევნებიდან 6 თვეა გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს - რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის

არჩევნებიდან 6 თვეა გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს - რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ ცესკო-ს ღია წერილს გამოეხმაურა.

ჯაფარიძის თქმით, ცესკო-ს წერილის წაკითხვას „დიდი აზრი არ აქვს“.

„ცესკო-ს წერილის წაკითხვას დიდი აზრი არ აქვს. ის, რომ 6 თვის შემდეგ უწევთ თავის მართლება და ევროპის საპარლამენტო ასამბლეას რაღაც ახსნა-განმარტებებს წერენ, რომ არჩევნები საქართველოში თითქოს არ გაყალბებულა. მაგაზე პასუხი გაცემულია. 6 თვეა არჩევნებიდან გასული და არცერთი დემოკრატიული ქვეყანა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს. რამდენი წერილიც არ უნდა სწერონ, ეს რეალობას ვერ შეცვლის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. როგორც ცესკო განმარტავს, წერილის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია, ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცესკო-ს ახალი დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო.

ცესკო დადგენილების მიღების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს და საპარლამენტო ასამბლეას სთხოვს, „დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის უწყებასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან“.

ამასთან, საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, არ შეხედონ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან მათი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო