გიორგი სიორიძე - ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას თავად ცესკო ახდენს - პარტნიორები ხედავენ, რა არის რეალობა და მას ცესკო თვალში ნაცარს ვერ შეაყრის!

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას თავად ცესკო ახდენს - პარტნიორები ხედავენ, რა არის რეალობა და მას ცესკო თვალში ნაცარს ვერ შეაყრის! - ასე ეხმაურება “ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაგზავნილ ღია წერილს.

სიორიძის თქმით, ცესკოს “ჰყოფნის უტიფრობა“ წერილით იმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართოს, რომელმაც “ქართულ ოცნებას“ უფლებამოსილება შეუწყვიტა და უფლებამოსილების გაგრძელებისთვის პირობად პარლამენტის ახალი არჩევნების დანიშვნა განუსაზღვრა.

“ცესკო რეალურად წუწუნებს, რომ მათი პოზიციის გარეშე საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია მოხდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას თავად ცესკო ახდენს - დიკრედიტაცია მან 26 ოქტომბერს მოახდინა, როცა “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩაცემენტება სცადა. დისკრედიტაციას ახდენს ყველა იმ უკანონო დაავადების შესრულებით, რასაც “ქართული ოცნებისგან“ იღებს, მათ შორის ეს ამ ქვეყანაში დამკვირვებლის ინსტიტუტის გაუქმებას ეხება, როცა კენჭისყრის შენობაში პირის იდენტიფიცირება შეუძლებელი ხდება. ამას ცესკო პერსონალური მონაცემების დაცვით ხსნის. როდიდან გახდა პირის იდენტიფიცირება და პერსონალური მონაცემების დამუშავება ერთი და იგივე რამ?! ამაზე “ძლიერმა საქართველომ“ სასამართლო მიმართა და ცესკოს თავის წერილში აღიარებს კიდევ, რომ დიახ, “ძლიერი საქართველოსთვის“ არგუმენტები გაიზიარეს.

პარტნიორები ხედავენ, რა არის რეალობა და მას ცესკო თვალში ნაცარს ვერ შეაყრის!“ - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს. როგორც ცესკო განმარტავს, წერილის დაწერა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან 5 თვის თავზე კვლავ არ წყდება არჩევნების და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია, ბოლო წვეთი კი ამ მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ცესკო-ს ახალი დადგენილების საკითხის წამოჭრა იყო.

ცესკო დადგენილების მიღების მიზეზს კიდევ ერთხელ განმარტავს და საპარლამენტო ასამბლეას სთხოვს, „დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის უწყებასთან, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ რეალური ინფორმაცია პირველწყაროსგან“.

ამასთან, საარჩევნო კომისია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მოუწოდებს, არ შეხედონ პროცესს ზედაპირულად, ვინაიდან მათი ნებისმიერი საჯარო მოსაზრება/შეფასება საქართველოში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში