სს „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის, მიხეილ ჯაფარიძის განცხადებით, „არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის.
30%-იანი ფასდაკლება ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე, რობოტული ქირურგიის დამატებითი საფასურის გაუქმება, უფასო VIP ტრანსფერი აეროპორტსა, სასტუმროსა და საავადმყოფოს შორის - ეს იმ ექსკლუზიური პირობების არასრული ჩამონათვალია, რითაც „არდის“ დაზღვეულები Liv Hospital-თან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ისარგებლებენ.
როგორც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, „არდი“ დაზღვეულებს დაეხმარება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობების საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ამაღლებას და სადაზღვევო დაფარვის გაფართოებას „არდის“ დაზღვეული მოქალაქეებისთვის.
„არდის“ და Liv Hospital Group-ის სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის.
ჩვენი დღევანდელი პარტნიორობა Liv Hospital Group-თან კიდევ ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ „არდის“ სერვისებზე წვდომა გაიზარდოს ჩვენს პარტნიორებში. იმედი მაქვს, ის სერვისები, რომელსაც Liv Hospital Group მიაწვდის ჩვენ დაზღვეულებს დაეხმარებათ მათ, რომ უფრო მეტი არჩევანი ჰქონდეთ მიმდინარე სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ Liv Hospital Group-თან პარტნიორობა პასუხობს „არდის“ ხარისხის სტანდარტს.
ზოგადად, „არდი“ მუდმივად მუშაობს, რათა დაზღვეულებისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ სერვისები ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენი პროგრამის დაფარვები ამ ხელმისაწვდომობასათან ერთად თანადაფინანსებასაც ითვალისწინებს ინდივიდუალური სადაზღვევო პაკეტის ფარგლებში. თუმცა, ამ სერვისს სჭირდება სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. თურქეთში, ისრაელში, სხვა ქვეყნებშიც მუდმივად ვავითარებთ პარტნიორულ ურთიერთობებს.
2016 წელს, როდესაც ეს სერვისები დავიწყეთ, არ გვქონდა მოლოდინი, რომ მოთხოვნა ასეთი აქტიური იქნებოდა. თუმცა, დღეს უკვე არდის საერთაშორისო სერვისების სამსახურში დამატებითი კადრები გვყავს მობილიზებული, ვინაიდან ამ სამსახურს ყოველდღიურად აქვს მზარდი დატვირთვა. არჩევანი ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს საქართველოში მიიღებს მომსახურებას, თუ საზღვარგარეთ. ლოჯისტიკური პრობლემები, ენობრივი ბარიერები, ტრანსფერის დაორგანიზება, - ჩვენი გუნდის და პარტნიორის დახმარებით აღნიშნული პროცედურები მარტივდება. თურქეთის მიმართულებით ძალიან დიდი მოთხოვნაა და ჩვენც ამ მოთხოვნებს ვპასუხობთ“,-აღნიშნა მიხეილ ჯაფარიძემ.
Liv Hospital ჯგუფის კოორდინატორის, მერი ისტიროტის განცხადებით, „არდის“ დაზღვევის წევრები ასევე ექსკლუზიურ 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ სრულ სამედიცინო შემოწმების პაკეტებზე ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის
„მოხარული ვართ, რომ Liv Hospital ჯგუფი “არდის“ დაზღვევის მფლობელებს ვეხმარებით. ამ ხელშეკრულებით, დაზღვეულებს მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და დიაგნოსტიკაზე ექსკლუზიურ ფასდაკლებებს ვთავაზობთ, ასევე სრულ სამედიცინო ჩექაფ პროგრამებზე 50%-იან ფასდაკლებას. ონლაინ კონსულტაციისთვის კი წარმოდგენილია აუგმენტური რეალობის პლატფორმა. პაციენტებს შეუძლიათ ექიმებთან და თარჯიმნებთან შეხვედრა ამ საკონფერენციო პლატფორმაზე, წინასწარ ნახვა საოპერაციოსი, პალატის და ა.შ ასევე მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს, როდესაც გადაწყვეტენ, ან უპირატესობას მიანიჭებენ თურქეთში მკურნალობის გაგრძელებას“,- აღნიშნავს მერი ისტიროტი.
ინფორმაციისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს „არდის“ და Liv Hospital Group-ს შორის ხელი მოეწერა 17 აპრილს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში“. აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ორ ორგანიზაციას შორის და მიზნად ისახავს ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და სადაზღვევო დაფარვის გაფართოებას არდის დაზღვეული მოქალაქეებისთვის.
ექსკლუზიური პირობები „არდის“ დაზღვეულებისთვის Liv Hospital Group-ის ეკოსტისტემაში შემდეგნაირად გამოიყურება:
Liv Hospital Group-ს შესახებ:
Liv Hospital არის თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი ჯანდაცვის პროვაიდერი, რომელიც სთავაზობს მულტიდისციპლინურ სამედიცინო სერვისებს. ჰოსპიტალი ცნობილია ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიებით, საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო პერსონალით და პერსონალიზებული პაციენტზე ორიენტირებული მიდგომით. Liv Hospital-ის ქსელი აერთიანებს 6 ჰოსპიტალს თურქეთში და 4 წარმომადგენლობას საზღვარგარეთ (ბაქო, ბუდაპეშტი, ლონდონი, დუბაი). სახელწოდება "LIV" ნიშნავს: "Leading International Vision | წამყვან საერთაშორისო ხედვას", რაც აისახება კიდეც ჰოსპიტალის ვალდებულებებში - შექმნას და დააწესოს ახალი სტანდარტები თურქეთსა და მსოფლიოში. უწყვეტი ინოვაციების ერთგული, Liv Hospital აერთიანებს უახლესი ტექნოლოგიების, მათ შორის რობოტული ქირურგიის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დიაგნოსტიკას, დამიზნებით ონკოლოგიას, რეგენერაციულ მედიცინასა და ღეროვანი უჯრედების თერაპიას. JCI-ის მიერ აკრედიტებული Excellence ცენტრებით, Liv Hospital ახორციელებს მსოფლიო დონის, პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო დახმარებას, ქმნის ახალ სტანდარტებს თანამედროვე ჯანდაცვის სფეროში როგორც თურქეთის, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.
სს „არდი დაზღვევა“-ს შესახებ:
სს არდი დაზღვევა არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სადაზღვევო მომსახურების სრულ სპექტრს - სიცოცხლის და არა-სიცოცხლის (ქონებრივი) დაზღვევების მიმართულებით. დაზღვეულზე ორიენტირებული მიდგომებითა და ინოვაციებისადმი ერთგულებით, არდი ცნობილია თავისი გამჭვირვალე მომსახურებით, სწრაფი ანაზღაურებებით, მომხმარებელთა ადვოკატირებით და კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებით. სრულყოფილებისკენ მუდმივი განვითარების გზაზე არდი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ციფრულ პლატფორმებში, ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისის ახალ მოდელებში, რათა უზრუნველყოს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა, ეფექტურობა და მომხმარებელთა კმაყოფილება მის ყველა შეთავაზებაში.
(R)