„საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას და მწვანე მიმართულებით მათ გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, აგროჰაბმა მზის პანელები დაამონტაჟა.

პროექტის ჯამური ღირებულება 230,000 დოლარია და ის სრულიად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ავჭალაში, აგროჰაბის ცენტრალური წარმოების ტერიტორიაზე, 4,000კვ.მ ფართობზე, 625 kW (DC) სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა. კონტრაქტორ კომპანიას კი საქართველოს ბანკის პარტნიორი და მზის ელექტროსადგურების საინჟინრო და სამშენებლო კომპანია „Shine Energy” წარმოადგენს.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია „აგროჰაბი“ რომელთანაც დაარსების დღიდან ვპარტნიორობთ და ერთობლივად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ამჯერად მწვანე მიმართულებით ვთანამშრომლობთ. აღსანიშანავია ისიც, რომ ეს პროექტი საქართველოს ბანკის კიდევ ერთი პარტნიორ ბიზნესთან „Shine Energy”-სთან ერთად განხორციელდა, რომელიც საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. მსგავსი პროექტები კარგი მაგალითია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მწვანე მიმართულების განვითარებას და გაძლიერებას. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ერთად მწვანე ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

(R)

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის