გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა მცხეთასა და მცხეთის რაიონის სოფლებს, დუშეთსა და დუშეთის რაიონის სოფლებს და სოფელ დიღომს შეეხება.

“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აპრილს, 10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში კობიაანთკარი, სულიკიანთკარი, შალიკიანთკარი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. დუშეთში რუსთაველის, სტალინის, ბუხაიძის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭიკაანი, ხევშა, ჟინვალი, უნდილაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ სონღულაშვილის, ალ. ცაგარელის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში არსუკიძის, აღმაშენებლის, ქართლის, კოსმონავტების და მიმდებარე ქუჩებზე; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში; 15:40-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წოდორეთი, პანტიანი, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის