ანა დოლიძე - რძის საკითხი ჩემთვის განსაკუთრებით, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა და აუცილებლად მივყვები ბოლომდე

რძის საკითხი ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ეს არის თემა, რომელსაც თვალ-ყურის მიდევნება სჭირდება - ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ხალხისთვის - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძის შეფასებით, რძის პროდუქტებთან დაკავშირებით საზოგადოებამ ვერანაირი სიმართლე ვერ გაიგო.

„მინდა შევეხო რძის საკითხის, რომელიც ჩაიხურა. ეს საკითხი დასრულდა?! არ დასრულებულა. რაიმე სიმართლე გავიგეთ?! ვერაფერი ვერ გავიგეთ. ბოლო-ბოლო ეს ჩვენი რძე მოწამლულია, თუ არ არის მოწამლული?! სავარაუდოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური არ იყო გაფრთხილებული, როდესაც გამოაცხადა რძეში სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერების არსებობა, რასაც მოყვა საზოგადოების აღშფოთება. მეორე დღეს კი გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ყველაფერი რიგზეაო. ეს არის ჩვენი შვილების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ეს არის თემა, რომელსაც სჭირდება თვალ-ყურის მიდევნება. თუ საუბარია საგამოძიებო კომისიის მოწყობაზე, ამ თემაზე უნდა მოეწყოს საგამოძიებო კომისია. ნამახვანზე, შოვზე, ორივე საკითხზე ვითხოვდი საგამოძიებო კომისიას, რათა დაგვედგინა სიმართლე, თუმცა იქაც ვერაფერი ვერ გავიგეთ. არაფერი არ გამოსწორებულა და ისევ ისეა ყველაფერი დატოვებული. რძის საკითხი ჩემთვის, როგორც მშობლისთვის არ დასრულებულა, აუცილებლად მივყვები ბოლომდე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ