ირაკლი ფავლენიშვილი - ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტის და მისი განცხადებების შემდეგ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე

ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ასე აფასებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი, საქართველოში ეუთო-ს გენერალური მდივნის, ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტსა და მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში კარგად აღიქვამდნენ იმ საფრთხეს, რომელსაც „წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული უსაფრთხოებისთვის“.

„როდესაც ქვეყანაში დიქტატურა მყარდება და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები ყოველდღიურად ნადგურდება და იზღუდება, ამ დროს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ინსტიტუციის ყველა წარმომადგენელი უნდა იყოს ადეკვატური შექმნილ გარემოში. ეს, მათ შორის, მნიშვნელოვანი იქნება უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, იმიტომ, რომ დემოკრატიული სისტემების ავტოკრატიულისკენ ცვლილება აბსოლუტურად ყველასთვის გამოწვევაა.

ამ ვიზიტის და მისი განცხადებების შედეგად, რა თქმა უნდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანს არ ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის სიმძიმე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ ივანიშვილის რეჟიმი ვერ აღწევს იმ ლეგიტიმაციას და იმ აღიარებას, რასაც ის ესწრაფოდა დასავლურ სამყაროში ასეთი იზოლირებული და სანქცირებული დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია მისი უახლოესი ისტორიის მანძილზე.

[საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით] ეუთო/ოდირის დასკვნაშიც ხაზგასმული იყო ის, რომელზედაც საუბრობდა ოპოზიცია, თუ არასამთავრობო სექტორი, თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, სადაც დასავლური კურსი შეიცვალა, ევროპული ინტეგრაცია შეჩერდა, ადამიანები აწამეს, არაადამიანურად მოეპყრნენ და ამის შემდგომ ერთი ადამიანის იდენტიფიცირება, დასჯა არ მომხდარა, გვყავს ათეულობით პოლიტიკური ტყვე. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე, მხოლოდ საარჩევნო ფაქტორი არ არსებობს. იმისთვის, რომ კარგად აანალიზებდე ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას, უფრო კონკრეტულად უნდა აღვიქვამდე პროცესს და დასკვნების გასაკეთებლად საარჩევნო პროცესი არ არის აუცილებელი“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ სტუმრობს. როგორც მან გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, „საქართველოში სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხისთვის, ისე რეგიონის ინტერესებისთვის“.

„გვინდა, საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას გააჩნია“, - განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა