ზურაბ წერეთელს დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ, 26 აპრილს კი დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

მხატვარსა და მოქანდაკეს, ზურაბ წერეთელს საქართველოში 23 აპრილს ჩამოასვენებენ, სამოქალაქო პანაშვიდი კი 24-25 აპრილს გაიმართება.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, ხელოვანს 23 აპრილს გამოემშვიდობებიან მოსკოვში, ცერემონია კი მაცხოვრის ტაძარში შედგება.

ზურაბ წერეთელს 26 აპრილს, ანდერძის თანახმად, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

წერეთელი 22 აპრილის ღამეს, მოსკოვში, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას რუსული მედიის ცნობით, 01:30 საათზე გული გაუჩერდა. ის 1997 წლიდან რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი იყო. რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო, 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

წერეთელი 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახლდათ. ის ასევე, 2006 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკების ავტორია, რომელიც წერეთელმა თბილისს "ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის