გია ვოლსკი - ეუთოს გენმდივნის ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია - ვიზიტზე აჟიოტაჟის ატეხა არის ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს

ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე აჟიოტაჟის ატეხა არის ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავი და „ნორმალური სამუშაო პროცესია“.

„[ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი] ჩვეულებრივი ამბავია. ჩამოვიდა [ეუთოს] გენერალური მდივანი. ეს, რასაკვირველია, აღიარებასაც ნიშნავს, მაგრამ ეს ჩვენთვის ნორმალური პროცესია. ზოგისთვის ისტერიკის საფუძველია, ზოგისთვის ნორმალური სამუშაო პროცესია. მსოფლიოში გრძელდება ეს პროცესები, მათ შორის, ამ პროცესებში მონაწილეობს საქართველო - პრობლემებით, გამოწვევებით, გარე გამოწვევებით, რაც სამწუხაროა, შიდა გამოწვევით, ასეთი უნამუსო და უსინდისო დამოკიდებულებით, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის პროცესი, რომლის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ეუთომ, ასევე ოდირმა აღიარა საქართველოს არჩევნები. რასაკვირველია, გენმდივნის ჩამოსვლა, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს აშშ-ში ვიზიტი არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, რომელიც ახასიათებს დამოუკიდებელ ქვეყანას, თავისი პრობლემებით, თავისი მიღწევებით და იმ ვითარებით, რომელიც ზოგადად, მსოფლიოშია შექმნილი. ასე რომ, ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა არის გარკვეულწილად მართლაც ისტერიის მაჩვენებელი, რომელიც დაეუფლა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს," - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის