ირაკლი ზარქუა - ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები - ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა - ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ

ნახეთ, რა დღეში ჩავარდნენ რადიკალები - ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა - ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეუთო-ს გენერალური მდივანიც ზუსტად იმ მიდგომას იზიარებს, რომ სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„[ეუთოს გენმდივანმა] თქვა, რომ საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება რეგიონში მშვიდობის საწინდარია. ჩვენი ნამდვილი მეგობრები მოვლენებს ზუსტად და სწორად აფასებენ. ჩვენი მხრიდან ითქვა, რომ ჩვენ ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ბუნებრივია, ბოლომდე გავითვალისწინებთ.

რაც შეეხება რადიკალებს - ნახეთ, რა დღეში არიან და რა დღეში ჩავარდნენ. ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ რომელიმე ასეთი მაღალი რანგის სტუმრის ვიზიტი ლეგიტიმაციაა. ჩვენ ლეგიტიმაცია არავისგან გვჭირდება, ჩვენ ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა და კმაყოფილები ვართ. ეს კიდევ ერთი ხაზგასმაა, რომ საქართველო არის მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ამას ჩვენმა სტუმარმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. რაც შეეხება უსამშობლოებს და რადიკალებს, მათი ამოცანა რაც იყო ქაოსი, არეულობა, დაძაბულობის შემოტანა და შემდეგ ამაზე ხელის მოთბობა. ეს არ გამოუვათ და ყოველთვის ასე იქნებიან, ჩუმაც წყნარად, სოროებში - იქ იჩურჩულონ და იბუტბუტონ. საქართველოს არჩევანი გაკეთებული აქვს, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და რაც მთავარია, სახელმწიფო ინტერესების დაცვა, ყველგან და ყოველთვის,“ - განაცხადა ზარქუამ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს