მარკო რუბიო - ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, მაგრამ შეიძლება სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს

ირანმა ურანის გამდიდრება უნდა შეწყვიტოს, მაგრამ შეიძლება სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

„სამოქალაქო, მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისკენ გზა არსებობს, თუ მათ ეს სურთ. მაგრამ, თუ ირანი კვლავ დაჟინებით მოითხოვს ურანის გამდიდრებას, ის ერთადერთი ქვეყანა გახდება, რომელსაც ბირთვული იარაღის პროგრამა არ ექნება, მაგრამ ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. ვფიქრობ, ეს პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მარკო რუბიო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ირანს ურანის 3.67%-ზე მეტად გამდიდრება არ სჭირდება.

„ის საუბრობდა იმ გამდიდრებული მასალის დონეზე, რომლის შემოტანის საშუალებაც სხვა ქვეყნებიდან მიეცემათ, როგორც ამას მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აკეთებს, მათი სამოქალაქო ბირთვული პროგრამისთვის. თუ ირანს სურს სამოქალაქო ბირთვული პროგრამა ჰქონდეს, ეს შეუძლია გააკეთოს ისე, როგორც მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყანა აკეთებს, გამდიდრებული ურანის უცხოეთიდან შეტანით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ცნობისთვის, გასული ორი კვირის განმავლობაში ირანსა და აშშ-ს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ არაპირდაპირი მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩსა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი შაბათს, 26 აპრილს ომანში შედგება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის