ანა დოლიძე - რძის საკითხზე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან საჯარო შეხვედრას ვითხოვთ

კოალიცია ,,ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სურსათის ეროვნულ სააგენტოს წერილობით მიმართა.

ანა დოლიძე რძის საკითხზე საჯარო შეხვედრას ითხოვს.

,,სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია დაიცვას ჩვენი ინტერესები იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვჭამთ, რას ვსვამთ და ჯანმრთელია თუ არა ჩვენი გარემო. გაზრდილი სიმსივნეების მაჩვენებელი, როგორც ზრდასრულებში ისე არასრულწლოვანებში იმის მაჩვენებელია, რომ რაღაც კარგად ჩვენ გარემოში არ არის. რძის სკანდალი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდა. ორი განცხადება მოვისმინეთ სააგენტოსგან და თითქოს ყველაფერი დასრულდა. ჩვენ გვჭირდება საჯარო განხილვა მშობლებთან ერთად, სააგენტოს ხელმძღვანელთან პირისპირ. უნდა გავიგოთ, რა ვითარება გვაქვს რძესთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის ჩვენი მომავლის საკითხი და მე ამას ბოლომდე გავყვები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს