ბადრი ჯაფარიძე - ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა, საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში - შეხვედრით კმაყოფილი ვარ

ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოში გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციურ პარტიებსა და ეუთო-ს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეხვედრით კმაყოფილია.

„ჯერ სომხეთში იყო, შემდეგ ეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, ეუთო არის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროპული წარმონაქმნი, იქ რუსეთი ყველანაირად ხელს უშლის მას, რომ ეუთო-ს მისია განლაგებული იყოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. სამწუხაროდ, დღემდე მხოლოდ ევროკავშირის მისია ასრულებს მონიტორინგის მისიას ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე. ამაზე გვქონდა საუბარი. ეუთო პირველ რიგში არის უსაფრთხოების შესახებ კონცენტრირებული ორგანიზაცია და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უდიდესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ საქართველოში დღეს გვაქვს სრული დემოკრატიული უკუსვლა. საუბარი იყო პოლიტიკურ პატიმრებზე, რომლებიც უკანონოდ არიან საპატიმროში. საუბარი იყო, რომ ეუთო/ოდირის არცერთი დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაგზავნილი დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ, არ იქნა გათვალისწინებული, პირიქით, მიღებული იყო კანონები, რომელიც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის დასკვნებს. ეს არის თემა, რაც მათ ძალიან აინტერესებთ. იქნება დამოუკიდებელი შეფასება ამის, თუ როგორ გათელა ფეხქვეშ დე ფაქტო ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის დასკვნა იმ უზარმაზარ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 26 ოქტომბერს.

კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. ეს იყო რეგიონში რეგულარული ვიზიტი, საქართველო ეუთო-ს წევრია, ეუთო-ს წარმომადგენლობა რეგულარულად ჩამოდის საქართველოში, სომხეთში“, აღნიშნა ჯაფარიძემ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს