ირაკლი ზარქუა ოპოზიციას - ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო

რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას - ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია “ერთად უნდა მოაქუჩოს ადამიანმა, ჩასვას დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდოს.”

“ეუთო-ს გენერალური მდივანი შეხვდა ჩვენს ლიდერებს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს. ამ შეხვედრებს ეს რადიკალები უწოდებდნენ, რომ “გაუგებარი გვარის კაცი ჩამოვიდა, გაუგებარი ფუნქციით. არ შევხვდებით, არ გვაინტერესებს, ეს ლეგიტიმაცია არ არის”. ლეგიტიმაცია ჩვენ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მოგვანიჭა - მას საზღვარგარეთ არ ვეძებთ. ეს ვიზიტი კი იყო კიდევ ერთი ხაზგასმა, რომ დიახ, საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც რეგიონში, ასევე, მთელ მსოფლიოში. ამიტომ არის აქცენტები საქართველოს მიმართ. ამ კაცმა გაახმოვანა ის მიდგომები, რაც ჩვენ ვამბობდით - მშვიდობა და სტაბილურობა…

დღეს რა ხდება? - რანაირად ხდება ასე, რომ გუშინ და გუშინ წინ მთელი დღე აგინებდნენ, არ შევხვდებით, არ გვაინტერესებსო და დღეს თითოეული მათგანი - ბოკუჩავები, გახარიები, სამადაშვილები, ხაზარაძეები დაეწყვნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ [ეუთო-ს გენმდივანთან] შეხვედრას. თავმოყვარეობა არ შემოგრჩათ ან ადამიანობის ნატამალი არ გაქვთ? რას გიშვებიან ის თქვენი პატრონები? რა ხართ, რა ჯიშის ხართ გამაგებინა რაღაც პრინციპი და ღირებულება ხომ უნდა დაიცვათ. გუშინ ამ კაცს აგინებდნენ, რაღაც ტექნიკური შეხვედრაა, რაში გვაინტერესებსო და დღეს ზოგი ცალკე ითხოვს შეხვედრას, ზოგი ერთად - ცხვირ-პირს ამტვრევენ ერთმანეთს ოღონდ შეხვდნენ. ეს არის თქვენი მორალი, რომელიც ამორალურია. ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, სადაც მიეწერება: “უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები და ლუზერები” და ოკეანეში უნდა გადააგდოს. ეს არის თქვენი ბოლო და ამას გააკეთებს ადგილობრივ არჩევნებზე ქართული საზოგადოებაც”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრა გამართეს.

კერძოდ, შეხვედრას ერთობლივად ესწრებოდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“, არსებული ინფორმაციით, მისმა წარმომადგენლებმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მანამდე გამართეს.

ამასთან, ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრას არ აპირებენ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები. ამის შესახებ მათ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ „რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის, სიცხადე და თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია“.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს