შალვა პაპუაშვილი - ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის მზადყოფნაა - მზად ვართ ურთიერთობისთვის, რომელიც არ იქნება ცარიელი სიტყვები, როგორც ეს ბაიდენის დროს იყო

ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა - მზად ვართ ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ის რეგიონში აშშ-ის „ყველაზე სანდო პარტნიორია“.

„ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ტკბილ სიტყვას გვეუბნებოდნენ, თითქოს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, მაგრამ საქმეზე ხდებოდა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ამერიკული დაფინანსების მიერ. ზუსტად იმ თაღლითური სქემებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ გვქონდეს ახალი ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა. რა შეგვიძლია, რომ საქართველომ შევთავაზოთ აშშ-ის, მგონი, ეს დროთა განმავლობაში ვაჩვენეთ. ჩვენ ვიყავით და ვრჩებით აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორად რეგიონში. გადახედონ წარსულს, იფიქრონ მომავალზე, დაფიქრდნენ და ყველამ გაანალიზოს, ვართ თუ არა ჩვენ აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „ხდება თუ არა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყება სანქციების მოხსნით", პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „რაც თვითნებური და უსამართლოა, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს“.

„რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, ის თავისთავად აპრიორია, უსამართლო, თვითნებური და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის თანაბარი ურთიერთობების გაგებას, არამედ ადამიანის უფლებების ელემენტარულ გაგებასაც კი. ამიტომ, ეს წინაპირობა კი არ არის, არამედ თავისთავადობაა, რომ ის, რაც არის თვითნებური და უსამართლო, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება აშშ-ში ახალი ელჩის კანდიდატურას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ელჩობის კანდიდატს [პარტია] არათუ განხილავს, დასახელებულიც ჰყავს და პროცედურები მიდის. ვინაობას ვერ გეტყვით“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა