შალვა პაპუაშვილი კითხვაზე: აპირებს თუ არა ხელისუფლება 9 მაისს, მოსკოვში ჩასვლას - არასერიოზული კითხვაა - იქ, როგორ იქნება საქართველო იმ პირობებში, როცა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია

რა თქმა უნდა, არა! იქ, როგორ იქნება საქართველოს ხელისუფლება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება, 9 მაისს, მოსკოვში ჩასვლას.

ამასთან, პაპუაშვილმა აღნიშნულ შეკითხვას „სისულელე“უწოდა.

„9 მაისი ახლოვდება და ახლა რომ აქვთ პანიკა, ვინ წავა და არ წავა მოსკოვში 9 მაისსო, შეგახსენებთ, 2010 წლის 9 მაისს, ომიდან 18 თვე არის გასული და „წითელ მოედანზე“ რუსეთის პრეზიდენტს „სამხედრო სალამს“ აძლევდნენ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პოლონეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, რომლიდანაც დარწმუნებული ვარ, „წითელ მოედანზე“ ვინც იყვნენ, ყველას თუ არა ზოგიერთს მაინც, შემდეგ თავად მოუწია რუსეთთან ომში ყოფნა. ამიტომ კარგად ვიცით, ეს ომები როგორ იწყება და ძალიან კარგად ვიცით, როგორ მთავრდება...

ეს კითხვა არის აბსოლუტურად სისულელე. კარგი, რა, არასერიოზული კითხვაა. რა თქმა უნდა, არა! იქ, როგორ იქნება საქართველოს ხელისუფლება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული არის... ის რომ არ გიკვირთ, რომ კაციშვილმა ჩვენი ომი ომად არ ჩათვალა; ერთი ორი შეშფოთება, ამოიოხრეს და ამით დამთავრდა ყველაფერი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გია ხუხაშვილი - რადგან, თავის დროზე ღარიბაშვილმა ივანიშვილის შექმნილ, მართვის მაფიოზურ სისტემაში ჭანჭიკად ყოფნასა და მონაწილეობაზე ხელი მოაწერა, ახლა ყველას რაღაც აბსურდში ნუ გადაგვიყვანს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა