კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, არასამართლიანად მაღალი ფასისა და სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის საკითხს სწავლობს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, არასამართლიანად მაღალი ფასისა და სხვა არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენის საკითხს სწავლობს.

სააგენტომ მოკვლევა ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მოპასუხეა - შპს "რუსთავის ავტობაზრობა" და შპს "მიკადო ჯორჯია".

აღნიშნული მოკვლევის თაობაზე საუბარია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, საქმის მოკვლევის პროცესში, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის მიზნით, მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან სააგენტომ შესაბამისი დოკუმენტაცია გამოითხოვა აღნიშნულმა კომპანიებმა სააგენტოს წერილების მიღების მიუხედავად, განსაზღვრულ ვადაში, გამოთხოვილი დოკუმენტაცია არ წარადგინეს, ხოლო ვადის დარღვევის შემდგომ, სააგენტოს არასრული სახით მიაწოდეს.

აღნიშნულის გამო შპს "რუსთავის ავტობაზრობასა" და შპს "მიკადო ჯორჯიას" ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა - 3 000 ლარის ოდენობით.

ინფორმაციის სრულად მოწოდების მიზნით, სააგენტომ კომპანიებს ვადა ხელახლა განუსაზღვრა ვადა, თუმცა ინფორმაცია კვლავ არასრული სახით იქნა წარდგენილი.

„შესაბამისად, ინფორმაციის განმეორებით მოუწოდებლობის საფუძვლით, ეკონომიკურ აგენტებს ცალ-ცალკე განმეორებით დაეკისრათ ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.

სააგენტომ მოპასუხე ეკონომიკური აგენტებისგან განმეორებით გამოითხოვა საქმისათვის არსებითი

მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. კომპანიებმა მესამეჯერ განაცხადეს უარი სააგენტოს მოთხოვნაზე, რის გამოც მათ განმეორებითად დაეკისრათ ცალ-ცალკე ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით. ჯამში, ინფორმაციის არასრულად მოწოდებისთვის შპს "რუსთავის ავტობაზრობასა" და "მიკადო ჯორჯიას" ცალ-ცალკე დაეკისრათ ჯარიმა 13 000 ლარის ოდენობით.

საბოლოოდ, სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომა გამოიყენა და თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ დაკმაყოფილდა სააგენტოს მოთხოვნა ეკონომიკური აგენტებისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ.

შესაბამისად, შპს "რუსთავის ავტობაზრობას" და შპს "მიკადო ჯორჯიას" გამოთხოვილი ინფორმაციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწოდება დაევალათ", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა