შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა - ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი „ენჯეოს“ საყვედური არ არსებობს

საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს, მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი „ენჯეოს“ საყვედური არ არსებობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ომში ითრევდა.

„სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება მოიქცა არა ისე, როგორც საქართველოს ხელისუფლება მოიქცა 2008 წელს, როცა ჩვენ ჩვენს ომში არ ვითრევდით. არავისთვის გვითქვამს, რომ მოდით, იომეთ და თქვენი სისხლი შესწირეთო. ისინი ქართველ ხალხს სამარცხვინოდ მოექცნენ. საქართველოს ელჩი კიევში ბოლომდე იყო მაშინ, როცა ყველა გაიქცა, საელჩოები დახურეს, დროშები ჩამოწიეს და უკრაინაში მხოლოდ საქართველოს დროშა ფრიალებდა. ეს ელჩი ზელენსკიმ უკრაინიდან გამოაძევა და ამაზე ერთი ე.წ. ლიბერალი „ენჯეოს“ საყვედური არ არსებობს. ერთი მაინც თქვან. დგანან და გადაეფარებიან ყველას, ოღონდ, საქართველოს და ქართველს არა. ღალატი სხვა რამე კი არ არის. მაინც და მაინც ღალატი ის კი არ არის, რომ უჩა ნანუაშვილივით ვიღაც გამოიჭირო და ფული შეაგროვო, ღალატი ისიც არის, რომ გაჩუმებული ხარ. ვინც 2022 წელს ჩუმად იყო მაშინ, როცა საქართველოს ომში ჩათრევაზე ზეწოლა მიდიოდა, ესეც ღალატია, მათ შორის მედიის მხრიდან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა