პროკურატურამ ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა, შენახვის და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ექვს მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს 10 000 დოლარს სთხოვდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 აპრილს ბათუმში, ხუთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მისგან 10 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ. ამასთან, ერთი პირისთვის ცნობილი იყო აღნიშნული მძიმე დანაშაულის შესახებ, თუმცა, მან ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა.

სამართალდამცავებმა ექვსივე ბრალდებული 19 აპრილს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით), 181-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება