ანა დოლიძე -  ჩვენ ვართ ერი, რომელსაც  ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე ჩასულ“ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე ჩასულ“ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს - ეს არის გამათხოვრების პოლიტიკა, რომელშიც გვამყოფებს რეჟიმი, - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს უნდა პრეზიდენტი და პრემიერი, რომელსაც ყველა იცნობს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პატივსაცემი პირია“.

„ქართულ ოცნებას“ სურს მიგვაჩვიოს იმ აზრს, რომ ჩვენგან არაფერი არ გამოვა, მათი გაგებით ჩვენი მაქსიმუმი არის მთელი ცხოვრება ვიყოთ ხაჭაპურის მცხობელი ერი, ვიყოთ მომვლელები, ეს არის სწორედ კოლონიალიზმი და ამას გვაჩვევენ. წარმოიდგინეთ, გვაკამათებენ იმაზე, რომ ყაველაშვილი ჩავიდა რომში და მას დაუქნიეს ხელი თუ არა. საერთოდ რა დისკუსიაა ეს, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა. ეს გვავიწყდება, ამას არ გვიმეორებენ სკოლებში, არ გვიმეორებენ ტელევიზიებში და ეს უნდათ რომ დაგვავიწყდეს. შემდგომ კი კმაყოფილი ვიყოთ იმით, რომ გავუშვით სადღაც სახელმწიფოს სახელით ადამიანი, რომელსაც სახვეწარი აქვს ხელის დაქნევა. ოლიმპიური ჩემპიონი რომ იქნები და სოფლის შეჯიბრებაში პირველობას ვერ მიაღწევ, ეგეთი რაღაც უნდათ, რომ დაგვმართონ. ჩვენ ვართ ერი, რომელსაც ქრისტეს საფლავი ებარა და ახლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ „ჩანგალზე“ ჩასულ კაცს, ყაველაშვილს, ტრამპმა ვითომ ხელი რომ დაუქნია, ეს უნდა გვეზეიმებოდეს. ეს არის გამათხოვრების პოლიტიკა, რომელშიც გვამყოფებს რეჟიმი. ჩვენ გვინდა პრეზიდენტი, ჩვენ გვინდა პრემიერი, რომელსაც ყველა იცნობს და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ პატივსაცემი პირი არის. ეს გვეკუთვნის ჩვენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ