ლევან სანიკიძე - როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

უნდა გვესმოდეს, რამდენად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის ნებისმიერი ის სახელმწიფო, სადაც ოპოზიცია პირდაპირი მნიშვნელობით იკრძალება - როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ ყველანი მოქცეული, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს.

„ქართული ოცნებისგან“ ჩვენ ყველაფერს ველით. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც, ერთგვარად, წარმოაჩენს თავის თავს, რომ მუხრუჭები არ აქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რამდენად მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის ნებისმიერი ის სახელმწიფო, სადაც ოპოზიცია პირდაპირი მნიშვნელობით იკრძალება. ამიტომ, „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმაოდ დიდი ფასის გადახდა მოუწევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

ისეთი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, პოლიტპატიმრების ციხეში ყოფნა და არჩევნების გაყალბება - როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს არალეგიტიმური ხელისუფლება, ბუნებრივია, დასავლეთიდან იქნება უმკაცრესი ნაბიჯები გადადგმული და დარწმუნებული ვარ, ქართულ საზოგადოებაშიც იქნება იმის სწორი გააზრება, რას ნიშნავს პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების ქვეყანაში აკრძალვა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

როგორც სანიკიძემ აღნიშნა, პარტიას იურიდიული რეგისტრაცია ექნება თუ არა, ეს იდეაზე გავლენას არ ახდენს.

„მე რომ ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენ, ყველაზე ნაკლებად მისი იურიდიული რეგისტრაცია მანაღვლებს. ამ ქვეყანაში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა მაშინ აქვს, როცა საარჩევნო პროცესი მიდის, სიებია დასარეგისტრირებელი და შემოწირულებებია გასაკეთებელი. როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ ყველანი მოქცეული, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, ჩემი აზრით, ამ თვალსაზრისით მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა ინება“, - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე