შალვა პაპუაშვილი - USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები, სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს

ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იგივე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, გაბრაზებული უცხოეთის აგრესია ნოემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამაც გაზარდა.

„არჩევნებში დამარცხებულ ადმინისტრაციას ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე თბილისის ზღვარგადასული პროტესტისთვის და მორიგი ფერადი რევოლუციისთვის მწვანე შუქი სრულად ჰქონდა ანთებული. საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს უდიდესი ძალისხმევის გაღება მოუწიათ რუსთაველის გამზირზე წესრიგის, უსაფრთხოებისა და პარლამენტის სასახლის შტურმისგან დასაცავად. ამ შეტაკებებში არაერთი დემონსტრანტი და სამართალდამცავი დაშავდა.

ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, როგორი დუმილით ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესს დიპლომატთა ის ნაწილი, რომელიც წინასაარჩევნოდ სიტყვაუხვობდნენ, ახლა კი სწორედ მათი ინსპირირებით როგორ მიუშვეს აგრესიული დემონსტრანტები პოლიციასთან დასაპირისპირებლად. მათ კარგად ესმოდათ ქვეყანაში დაპირისპირების რეალური მიზეზი და არათუ არაფერი გააკეთეს ოპოზიციისთვის ცრუ ნარატივის გამოსართმევად, არამედ ყოველგვარად წაახალისეს პარლამენტზე თავდასხმა. მანამდე, პირველად ჩვენს ისტორიაში დემონსტრანტს ცოცხალ ადამიანზე მოლოტოვის კოქტეილი ასროლინეს, დასაწვავად გაიმეტეს და შემდეგ გმირად გამოაცხადეს. სწორედ ამის შედეგად ვიხილეთ პირდაპირი მნიშვნელობით გახსნილი ცეცხლი რუსთაველის გამზირზე.

სრულიად მოულოდნელად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ, მთელი მსოფლიოს გასაგონად გამოაცხადა იმ მავნე პრაქტიკის დასრულების შესახებ, რომელსაც იყენებდა ამერიკის ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე რბილ ძალად მონათლული USAID-ის თუ NED-ის გამოყენებით. ახალი ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომა საერთაშორისო ვაჭრობის, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ნამდვილი ამერიკული ინტერესების მიმართ გლობალისტური ძალებისა და ომის პარტიებისთვის ცივი შხაპი აღმოჩნდა“, – წერს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, „USAID-ის ჩახსნამ, მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები, სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს“.

„პრეზიდენტმა ტრამპმა უდიდესი ძალისხმევა გასწია უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც ჯერ ისევ აწყდება წინააღმდეგობას. მან დახურა USAID-ი, როგორც ამერიკული გრძელვადიანი ინტერესების დამაზიანებელი ინსტიტუცია. დაიწყო ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროცესი. USAID-ის, როგორც მთავარი დონორის ჩახსნამ საერთაშორისო ასპარეზიდან და მათ შორის საქართველოდანაც, სხვა ფონდები აიძულა, ნაწილობრივ მაინც შეევსოთ ევროებით გამქრალი დოლარები.

სწორედ ამ დაკნინებულ პროტესტს ვხედავთ დღეს, რომელსაც გაკოტრებული დღის წესრიგით მაინც ახალისებენ. ამ პროცესზე დაკვირვება საინტერესოა იმითაც, რომ ზუსტად დავინახოთ ამერიკული ინტერესის სამომავლო ფორმირება და მექანიზმები. ახალი ადმინისტრაცია რეალურად ახერხებს „დიფსთეითის“ დამარცხებას, რისი შედეგიც იქნება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში რბილი თუ ხისტი ძალით ჩაურევლობა და პარტნიორთა ინტერესების გათვალისწინება, თუ ამის შედეგად მხოლოდ დისკრედიტირებული და გაკოტრებული ინსტრუმენტები გაუქმდება, სანაცვლოდ კი იგივე დანიშნულების, მაგრამ ახალი ფორმის ზემოქმედების მექანიზმებს მივიღებთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა