Reuters - ინდოეთი აცხადებს, რომ ზედიზედ მეოთხე ღამეა პაკისტანიდან დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ „არაპროვოცირებულ“ სროლაზე რეაგირებას ახდენს

ინდოეთი აცხადებს, რომ ზედიზედ მეოთხე ღამეა პაკისტანიდან დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ „არაპროვოცირებულ“ სროლაზე რეაგირებას ახდენს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ ქაშმირის ინდოეთისა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ პაკისტანის არმიის რამდენიმე პუნქტიდან „არაპროვოცირებულ“ ცეცხლზე რეაგირება წუხელაც მოახდინეს.

ინდოეთის არმიას დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია და არც მსხვერპლის შესახებ გაუვრცელებია ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა. ისლამაბადი მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს და ნეიტრალური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის