მიხეილ სააკაშვილი - მოწვევა მივიღე "ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე - მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, კონგრესი 29-30 აპრილს ვალენსიაში გაიმართება.

„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.

მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!

მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია