ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მასთან სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან

"ნანუკას ფონდის" დამფუძნებელ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში, სადაც პროკურატურა ჩხრეკას ატარებს, ადვოკატები მივიდნენ. გუჯა ავსაჯანიშვილი და ქეთევან ჩომახაშვილი ჩხრეკის პროცესს პირადად დაესწრებიან. ამასთან, როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, მასთან სახლში პროკურატურის გარდა სუს-ის თანამშრომლებიც იმყოფებიან. „ახლა აღმოვაჩინე, რომ სახლში შემოსულია სუს-იც, პროკურატურის გარდა“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც ჩომახაშვილმა შესვლამდე მედიასთან განაცხადა, ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკების ჩატარება "სიგიჟეა".

"როგორც ფონდის დაყადაღება იყო სიგიჟე, ზუსტად ისეთი სიგიჟეა ეს ჩხრეკები ფონდების დამფუძნებლების საცხოვრებელ სახლებში. რაც შეეხება ჩხრეკის პროცედურას როგორ მიმდინარეობს, არ მაქვს ინფორმაცია. სუს-ი რატომ არის [ბინაში] ეს გასარკვევია, რადგან როგორც ჩემთვის ცნობილია გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება," - განაცხადა ჩომახაშვილმა.

ჟორჟოლიანის საცხოვრებელ კორპუსთან მობილიზებულია პოლიცია.

ცნობისთვის, პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად, ჟორჟოლიანის სახლში დილით მივიდნენ. ტელეწამყვანს ჩამოართვეს ტელეფონი.

პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლებშიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ