შალვა პაპუაშვილი - პარტიების აკრძალვისა და არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ წესში არაფერი იცვლება - ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ მისი გამოყენება

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, არაკონსტიტუციურად გამოცხადებას - არაფერი ამ წესში არ იცვლება - ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ ამ წესის გამოყენება , -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა

მისი თქმით, ერთადერთი, რაც ახლა ამ წესს ემატება არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება, მის წევრებს არ მიეცეთ საშუალება, გვერდი აუარონ სისტემას და იგივე შინაარსის გაერთიანებას უბრალოდ სხვა სახელი დაარქვან, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება.

„უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ უნდა განვმარტოთ, რომ რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, არაკონსტიტუციურად გამოცხადებას - არაფერი ამ წესში არ იცვლება. ეს წესი უკვე წლებია მოქმედებს და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც სურდათ ამ წესის გამოყენება.

შეგახსენებთ, ყოფილი სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარიას გამზადებული ჰქონდა სარჩელი ერთ-ერთ პარტიასთან დაკავშირებით. ანუ ეს ის წესი და პროცედურაა, რომელიც წლებია მოქმედებს. ერთადერთი, რაც ახლა ემატება არის ის, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება რომელიმე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ მიცვეთ მის წევრებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ სისტემას და იგივე შინაარსის გაერთიანებას უბრალოდ სხვა სახელი დაარქვან, გამოცვალონ აბრევიატურები ოფისში და გააგრძელონ ჩვეულებრივად ფუნქციონირება.

თუკი იქნება პოლიტიკური პარტია, რომელსაც ფაშისტური იდეოლოგია აქვს და ეს ჩაითვლება არაკონსტიტუციურად, შემდეგ იგივე ხალხი, იგივე მიზნებით, იგივე ოფისში გამოვლენ და აბრას გამოცვლიან და ნაცვლად ერთი პარტიის სახელისა, დააწერენ მეორე პარტიას, ეს ხომ ვხვდებით, რომ არის სისტემისთვის გვერდის ავლა. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის ამის შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ არ მივცეთ ასეთ არაკონსტიტუციურ პარტიებს საშუალება, რომ გვერდი აუარონ შემდეგ კანონმდებლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და მხარი დაუჭირა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა