გიორგი ვაშაძე - რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? - სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში, სად არ ხდება? ევროკავშირში

რაც დღეს დილიდან საქართველოში ხდება, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? - სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება? ევროკავშირში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„მოდით, ჯერ კითხვა დავსვათ ძალიან კონკრეტული - აი, ახლა, დღეს დილიდან რაც ხდება საქართველოში, რას უფრო გაგონებთ, ევროპას თუ რუსეთს? სად ხდება ასეთი რამ? რუსეთში. სად არ ხდება ასეთი რამ? ევროკავშირში. ამიტომ გვინდა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც მსგავსი რამ არ მოხდება, სადაც ადამიანებს, ვინც იბრძვიან საკუთარი სამშობლოსთვის, სახლში არ შეუვარდებიან, სადაც ფეხმძიმე ქალებს, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, პოლიცია არ დაადგება სახლში და ასე უდიერად არ მოეპყრობა. ამიტომ, რას ვუკავშირებ?! პირველი - იმას, რომ აღიარება ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვეს. მეორე - ქვეყნის შიგნით ერთიანობა და პროტესტი ვერ გატეხეს. მესამე - დაიწყეს ახლა მასობრივი წუწუნი, რომ სანქციები მათ ძალიან აწუხებთ, რომ ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი, ამიტომ ამას აკეთებენ ძალის დემონსტრირებისთვის. ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში ხდება. ამიტომაა ივანიშვილის რეჟიმი რუსი ივანიშვილის რეჟიმი და ამიტომ უნდა დასრულდეს ეს," - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დღეს, დილას, პროკურატურის წარმომადგენლებმა აქტივისტების - მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. უწყება ამ დრომდე ატარებს ჩხრეკას „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში.

პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა