შალვა პაპუაშვილი დროებით საგამოძიებო კომისიაზე - ეს კომისია, თავის მხრივაც არის ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, დავინახოთ ის უცხოური ჯგუფები, რომელთა ხელშეწყობითაც შექმნილი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი

არათუ უნდა გავუძლოთ ამ ზეწოლას, არამედ ეს ზეწოლა ყველაზე მეტად არის ინდიკატორი, თუ ვინ არიან ამ დანაშაულის მონაწილეები, თანამონაწილეები და ხელის დამფარებლები ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. ამიტომ ეს კომისია, თავის მხრივაც არის ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, დავინახოთ ის უცხოური ჯგუფები, რომელთა ხელშეწყობითაც შექმნილი იყო ეს დანაშაულებრივი რეჟიმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას მიმართა.

პაპუაშვილმა კომისიის მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი „წნეხის მიუხედავად აკეთებენ“.

„ქალბატონო თეა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მთლიან საგამოძიებო კომისიას იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ მიუხედავად იმ წნეხისა, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა მხრიდან იმისთვის, რომ გააჩუმონ მსხვერპლები, საზოგადოება, პარლამენტი და არ ამხილონ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი. სიმბოლურია, რომ დღეს და ხვალ იმართება „ევროპის სახალხო პარტიის“ კონფერენცია, ჩვენ გუშინაც ვნახეთ წერილი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელმა, ბატონმა ვებერმა, გერმანელმა პოლიტიკოსმა გამოუგზავნა მიხეილ სააკაშვილს და ის საპატიო სტუმრად მიიწვია „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე. საგამოძიებო კომისიის მსვლელობისას ვხედავთ მისი დანაშაულების უშუალო, თუ არაპირდაპირ მსხვერპლებს, ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების, ბიზნესის რეკეტის, კორუფციის სისტემა საქართველოში, ამ ადამიანს „ევროპის სახალხო პარტია იწვევს ყრილობაზე. საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ არის ევროკავშირში პარტიების ყველაზე დიდი გაერთიანება და ვვარაუდობ, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, ნახევარზე მეტში ხელისუფლებაში ამ გაერთიანების წევრი პარტიები არიან, ამიტომ, ესეც აჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია ხანდახან დამოკიდებულება,ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფებისგან. რაც მთავარია, ეს აჩვენებს, რომ ჩვენ, ჩვენმა საზოგადოებამ თავად თუ არ ვიზრუნეთ მართლმსაჯულებაზე, ჩვენი უახლესი ისტორიის სწორ შეფასებაზე გარედან ამაზე არავინ იზრუნებს, პირიქით, ზოგიერთი ამისთვის გარედან ხელის დაფარებას ცდილობს იმიტომ, რომ ამ ყველაფერში მათი დანაშაულიც არის ის, რომ სააკაშვილის რეჟიმი დემოკრატიის შუქურად ჰქონდათ შერაცხული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „სააკაშვილს რეჟიმს ყველანაირი სასათბურე პირობა ჰქონდათ შექმნილი“.

„ამიტომ, არათუ უნდა გავუძლოთ ამ ზეწოლას, არამედ ეს ზეწოლა ყველაზე მეტად არის ინდიკატორი, თუ ვინ არიან ამ დანაშაულის მონაწილეები, თანამონაწილეები და ხელის დამფარებლები ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. ამიტომ ეს კომისია, თავის მხრივაც არის ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ, დავინახოთ ის უცხოური ჯგუფები, რომელთა

ხელშეწყობითაც შექმნილი იყო ეს დანაშაულებრივი რეჟიმი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ