აქტივისტ თემურ ქათამაძეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

აქტივისტ თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] თბილისის სააპელაციო სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მარიამ გაბროშვილმა განუცხადა, რომელიც თემურ ქათამაძის უფლებებს იცავს.

მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. იურისტის თქმით, ახლა უკვე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ რა ვადაში გააძევებენ საქართველოდან თემურ ქათამაძეს.

„ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი მისთვის წარმოადგენდა ერთადერთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო კანონიერი საფუძვლით, რადგანაც ის წლებია მოქალაქეობის მიღებას ცდილობს და მისი ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2020 წლის შემდგომ ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივებაზეც უარი ეთქვა და ახლა ცდილობდა ლტოლვილის სტატუსის მიღებას, რომ კანონიერი საფუძვლით დარჩენილიყო საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამ სტატუსზეც უარი ეთქვა.

გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იღებს. გადაწყვეტილება ათ დღეში მიიღება, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ მეორე დღესვე მოხდება გაძევება. ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება ვადა, რა ვადაშიც მან საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვოს“, - განაცხადა მარიამ გაბროშვილმა.

ინფორმაციისათვის, აქტივისტი თემურ ქათამაძე ბათუმში პოლიციამ თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავა, თუმცა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდგომ ის კვლავ დააკავეს. მეორედ დაკავებისას პოლიცია თემურ ქათამაძეს საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე