შალვა პაპუაშვილი - თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს, ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს

გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს! საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია, ფხიზლად იდგეთ წინა ხაზზე და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისაგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი, ევროპაში უკვე სამი წელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, ჩვენს გარშემო კი კონფლიქტები არათუ იკლებს, მრავლდება.

„კომპლექსურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე, მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე შეფასებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა ევალება საზოგადოებასაც, განსაკუთრებით კი დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში.

„ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის, მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობისა და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ; რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს. ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ