ირაკლი ქადაგიშვილი - თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რატომ უნდა იწვევდეს მისი საჯაროობა გააფთრებულ წინააღმდეგობას?! ე.ი. ეს ფული არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა

თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა ემსახურება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს, რატომ უნდა იყოს ეს ფული დამალული და რატომ უნდა იწვევდეს ამ ფულის საჯაროობა ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას?! - ე.ი. ეს ფული გამოიყენებოდა სწორედ ამ არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ფონდების ხელმძღვანელებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, უცხოეთიდან ჩარიცხული თანხების მიზნობრიობაზე ყველაზე ხმამაღლა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ გააკეთა.

„როგორც ამერიკელმა სენატორმა, ბატონმა რიშმა ბოლოს გვითხრა, უნდა გავყვეთ ფულს. თუ ეს ფული კეთილი საქმისთვის არის განკუთვნილი, მაშინ რატომ უნდა იყოს ის დამალული? ყველაზე მარტივი პასუხი სწორედ ეს გახლავთ. თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა ემსახურება საქართველოს და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს, რატომ უნდა იყოს ეს ფული დამალული და რატომ უნდა იწვევდეს ამ ფულის საჯაროობა ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას?! ე.ი. ეს ფული გამოიყენებოდა სწორედ ამ არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად. ეს აღარ არის მარტო ჩვენი მოგნება. ამასთან დაკავშირებით თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ყველაზე ხმამაღლა განაცხადა," - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, 29 აპრილს, პროკურატურის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე ფონდების ხელმძღვანელი პირების - ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ