მათე დევიძის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ 21 წლის მათე დევიძის საქმის პროკურორის, ანა ხუბეჯაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

„საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარემ სრულად გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები, მათ შორის, დავკითხეთ, ამ საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები, მათ შორის, სამედიცინო დასკვნის გამცემი ექსპერტი, ასევე სამედიცინო ბარათებია წარმოდგენილი, რომელშიც აღბეჭდილია, რომ მითითებულ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ პირებს დაზიანებები აღენიშნებოდათ. ასევე, ვიდეოჩანაწერი გამოვიკვლიეთ, სადაც აღბეჭდილია ბიძინა ჟამერაშვილისა და ლევან კოდალაშვილის მიმართ თავდასხმის ფაქტი, რაც მათე დევიძის მიერ ჯოხის დარტყმაში იყო გამოხატული. ასევე, საქმეზე გაცემულია ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზისთვის დასმული იყო კითხვა, მამაკაცი, რომელიც ჯოხს ურტყამდა, იყო თუ არა მათე დევიძე. ჩვენ დავკითხეთ ასევე დასკვნის გამცემი ექსპერტი, რომელმაც კატეგორიულად დაადასტურა ის, რომ ჩანაწერში ასახული პირი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებს ჯოხს ურტყამს, მათე დევიძე იყო. რა თქმა უნდა, ბრალდების მხარეს გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად აქვს მოლოდინი, რომ ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი“, - განაცხადა ხუბეჯაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ დაზარალებული 3 პოლიციელიდან, ერთის - გიორგი ესტატეშვილის მიმართ ვიდეოჩანაწერში მათე დევიძის მხრიდან ჯოხის დარტყმის მომენტი არ ჩანს, რით ადასტურებს ბრალდება აღნიშნულს, პროკურორი პასუხობს, რომ „მოცემულ ფაქტზე მოწმის სახით დაკითხული არიან როგორც პატრულ-ინსპექტორები, ასევე დაზარალებულად ცნობილი პირები, ასვე წარმოდგენილია სამედიცინო ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი ესტატეშვილს მათე დევიძისგან მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა“.

ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია