შალვა პაპუაშვილი - რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს - მე მას ვეტყოდი: არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო

ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, დროა, ბრიუსელში გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც „დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ ტენდენციას შეაჩერებს”.

,,ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებები უკვე ძალიან მიუახლოვდა ფაშისტური განცხადებების ზღვარს.

"დამნაშავეა ხალხი...", "ინფექცია უნდა შევაჩეროთ..."

თუ მისგან წახალისებული რადიკალების ზიზღის ენის განვითარების გზას შევხედავთ, შემდეგ ჯერზე, წესით, ქართველ ხალხს "მონა" ან "ბიომასა" უნდა გვიწოდოს...

დროა, ბრიუსელში, გამოჩნდეს საღი აზრი, რომელიც დემოკრატიის და ადამიანის ღირსების არმცნობ ამ სამარცხვინო ტენდენციას შეაჩერებს.

რასა იუკნევიჩიენეს კი ვეტყოდი - არ შეიძლება სტალინის ზიზღით, მთელი ერი შეიზიზღო“ - წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ევროპის სახალხო პარტიის” შეკრებაზე განაცხადა, რომ „საქართველოს რეჟიმი კრემლის მიერ სახელმწიფოს შიგნიდან მიტაცების მაგალითია”.

„ეს შეიძლება ასევე ევროკავშირის წევრებს დაემართოთ, თუ ამ ინფექციას დროულად არ შევაჩერებთ“,- განაცხადა იუკნევიჩიანემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე