არჩილ გორდულაძე - ოკუპირებულ ტერიტორიებთან ყველანაირი ურთიერთობა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ არის, კანონგარეშეა - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი იურისდიქცია აღდგეს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან კანონგარეშეა ყველანაირი ურთიერთობა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ არის - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი იურისდიქცია აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, “ოსი და აფხაზი ძმები და დები უნდა შემოვირიგოთ, გავერთიანდეთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი კამპანია და არა ის მავნებლობა, რომელიც 2004 წლიდან მიზანმიმართულად აწარმოვა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ”.

„ჩვენი ქვეყანა და სამშობლო - საქართველო ერთიანია. სამწუხაროდ, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ოკუპირებულ ტერიტორიებთან კანონგარეშეა ყველანაირი ურთიერთობა, სადაც საქართველოს ხელისუფლება ჩართული არ არის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი იურისდიქცია აღდგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი ძმები და დები - ოსები და აფხაზები უნდა შემოვირიგოთ, გავერთიანდეთ, რისთვისაც მნიშვნელოვანია მშვიდობიანი კამპანია და არა ის მავნებლობა, რომელიც 2004 წლიდან მიზანმიმართულად აწარმოვა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“. ერთი მხრივ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილი თხილამურებზე სრიალს რომ სწავლობდა პუტინთან შესახვედრად და შემდეგ ყველაფერს აკეთებდა მისი გულის მოსაგებად, ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისათვის, რომ რუსეთისთვის გადაეცა არაერთი სტრატეგიული ობიექტი. რაც მთავარია, მის მიერ განხორციელებული ქმედებები პირდაპირ ანგრევდა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და მიგვიყვანა იქამდე, რასაც 2008 წლის ომი ჰქვია. ეს ის ბნელი წარსულია, რომელზეც “ქართულ ოცნებას” და ქართველ ხალხს უარი აქვს ნათქვამი. ერთადერთი პოლიტიკა, რომლითაც შეიძლება ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან დაახლოება და ერთ ქვეყანაში ცხოვრება - ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა და მხოლოდ მშვიდობას შეუძლია ჩვენი ქვეყნის გაერთიანება”, - აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის დღეს, 30 წლის შემდეგ პირველად, პირდაპირი რეგულარული ფრენები განახლდება. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero „ვნუკოვო - სოხუმის“ მარშრუტზე შეასრულებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე